---
title: "მუხლი 33. პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/33"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "33"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/33

1. მონაწილეს უფლება აქვს, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს ნებისმიერ ასაკში, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მონაწილე პენსიას მიიღებს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით.

2. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს შესაბამის ფორმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზედაც მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით მინიჭებულ უფლებას და მოითხოვს პენსიის საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიღებას.

3. საპენსიო ფონდი მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით.

4. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. ამასთანავე, მას აღარ ექნება უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/34.md
