---
title: "მუხლი 34². საპენსიო აქტივების ზედმეტობით გაცემა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/34-2"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "34^2"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34². საპენსიო აქტივების ზედმეტობით გაცემა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 34² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/34-2

1. თუ ამ კანონის 32-ე−34 1 მუხლების საფუძველზე საპენსიო აქტივების გაცემის შემდეგ დადგინდება, რომ პენსიის მიმღებმა/მისმა მემკვიდრემ საპენსიო აქტივები/პენსია ზედმეტობით მიიღო, დამსაქმებლის ან საპენსიო ფონდის მიერ პენსიის მიმღებისთვის/მისი მემკვიდრისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის მოთხოვნა დაუშვებელია, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, საპენსიო ფონდს მოსთხოვოს მის მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის ან/და მასთან დაკავშირებული რაიმე თანხის გადახდა, რომელიც გაცემულია ამ კანონის 32-ე−34 1 მუხლების საფუძველზე.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.
თავი VI. ნდობითი ვალდებულების დარღვევა და მისი შედეგები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/34-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/35.md
