---
title: "მუხლი 34. საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/34"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "34"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/34

1. თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. საპენსიო აქტივები მონაწილის მემკვიდრეს შეიძლება გადაეცეს ერთიანი გადახდით, ხოლო თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე მონაწილეა − მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო ფონდს წარუდგენს მოთხოვნას საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული წესის (პროცედურების) შესაბამისად.

4. საპენსიო ფონდი გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისგან საპენსიო აქტივების მისთვის გადაცემის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღების შემდეგ, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემის შესახებ და მემკვიდრეს გადასცემს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/34-1.md
