---
title: "მუხლი 36. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგები — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/36"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "36"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგები — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/36

1. საპენსიო ფონდმა შეიძლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირს მოსთხოვოს ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად ამოღებული თანხები მიექცევა შესაბამისი მონაწილის ან მისი მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის პროპორციულად.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37.md
