---
title: "მუხლი 37¹². საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ან მისი წარმოების შეწყვეტა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-12"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^12"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37¹². საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ან მისი წარმოების შეწყვეტა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37¹² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-12

1. დავების განხილვის სამსახური საჩივარს არ განიხილავს:
ა) თუ საჩივარში დასმული საკითხი სცილდება დავების განხილვის სამსახურის კომპეტენციას;
ბ) თუ საჩივარი განმეორებით წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;
გ) თუ გავიდა საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადა და არ არსებობს მისი აღდგენის საფუძვლები;
დ) თუ საჩივრის წარმდგენმა დავების განხილვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა შესაბამისი ხარვეზი;
ე) თუ არსებობს იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე დავების განხილვის სამსახურის ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

2. დავების განხილვის სამსახური საჩივრის განხილვას შეწყვეტს:
ა) თუ საჩივრის წარმდგენმა წერილობით განაცხადა უარი საჩივარზე (საქმის განხილვაზე);
ბ) თუ დავის საგანი არ არსებობს;
გ) თუ საჩივრის წარმდგენი ფიზიკური პირი გარდაიცვალა ან საჩივრის წარმდგენი იურიდიული პირი ლიკვიდირებულ იქნა და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უფლებამონაცვლეობას არ უშვებს;
დ) თუ არსებობს ამ თავით გათვალისწინებული შეთანხმება განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-13.md
