---
title: "მუხლი 37¹⁴. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-14"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^14"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37¹⁴. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37¹⁴ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-14

1. დავების განხილვის სამსახური იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის, მისი განუხილველად დატოვების, საჩივრის განხილვის შეწყვეტის შესახებ.

2. დავების განხილვის სამსახური გადაწყვეტილებას იღებს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის − ბრძანების სახით.

3. დავების განხილვის სამსახურის შუალედური გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება. იგი შეიძლება გასაჩივრდეს დავების განხილვის სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-15.md
