---
title: "მუხლი 37¹⁵. გადაწყვეტილების ჩაბარება და გასაჩივრება — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-15"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^15"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37¹⁵. გადაწყვეტილების ჩაბარება და გასაჩივრება — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37¹⁵ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-15

1. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის წარმდგენს ეგზავნება ელექტრონულად ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო ამგვარად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში − ფოსტით. საჩივრის წარმდგენის წერილობითი მოთხოვნით ეს გადაწყვეტილება მას შეიძლება გადაეცეს როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით.

2. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა მისი გაცნობის დღიდან. თუ ამ გადაწყვეტილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ან ფოსტით ზედიზედ ორჯერ გაგზავნის შემთხვევაში საჩივრის წარმდგენი ვერ გაეცნო მას, გადაწყვეტილება საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით ქვეყნდება საჯაროდ, საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე და ჩაბარებულად ითვლება მისი აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.

3. საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს საერთო სასამართლოში.

4. დავების განხილვის სამსახურის ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.
თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-2.md
