---
title: "მუხლი 37². საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-2"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^2"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37². საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-2

1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა (მათ შორის, ამ ვალდებულების ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა) არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

2. საპენსიო ფონდი ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად ან/და დამსაქმებლის შემოწმების/მონიტორინგის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განსახორციელებლად კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას, აგრეთვე ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელების ფაქტს.

3. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არსებობის ან/და მისი დარღვევის იდენტიფიცირება ხდება და საპენსიო ფონდი შემოწმებას ახორციელებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

4. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებელს საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება:
ა) ჯარიმა;
ბ) მონაწილის მიუღებელი სარგებელი − ამ კანონითა და საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დამსაქმებლის მიმართ ჯარიმის გამოყენება მას არ ათავისუფლებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვისგან/გადახდისგან და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შესაბამისი საპენსიო შენატანი სრულად საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე) განახორციელოს.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-3.md
