---
title: "მუხლი 37³. ჯარიმა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-3"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^3"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37³. ჯარიმა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37³ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-3

1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. თუ დამსაქმებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად უზრუნველყოფს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის (მისი არსებობის შემთხვევაში) გადახდას, მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

3. საპენსიო შენატანის (შენატანების) განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ მიიჩნევა:
ა) დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება, რომლის გათვალისწინებითაც იგი ამ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით დროულად და ჯეროვნად განახორციელებს საპენსიო შენატანს (შენატანებს);
ბ) 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის − ამ კანონის 37 2 მუხლის შესაბამისად ინფორმაციების შედარების შედეგად შესამოწმებელ 1-თვიან პერიოდში იდენტიფიცირებული შეუსაბამობა, რომელიც გულისხმობს ერთი მონაწილის მიმართ განხორციელებულ და კანონის შესაბამისად განსახორციელებელ საპენსიო შენატანებს შორის სხვაობას არაუმეტეს 1 ლარისა;
გ) 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისთვის − შემთხვევა, როდესაც დამსაქმებლის მიერ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით 1 საანგარიშო თვეში განსახორციელებელი საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობა 1 ლარს არ აღემატება.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. დამსაქმებელს ჯარიმა შეიძლება დაეკისროს საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-4.md
