---
title: "მუხლი 37⁶. გადაწყვეტილების აღსრულება — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-6"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^6"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37⁶. გადაწყვეტილების აღსრულება — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37⁶ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-6

1. ჯარიმის, მონაწილის მიუღებელი სარგებლის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების აღსრულებისას დამსაქმებლის მიერ გადახდილი თანხები მიიმართება შემდეგი რიგითობით:
ა) საპენსიო შენატანი;
ბ) მონაწილის მიუღებელი სარგებელი;
გ) ჯარიმა.

2. საპენსიო შენატანის არასრულად განხორციელების შემთხვევაში მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაირიცხება დარჩენილი ვალდებულების პროპორციულად.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, საპენსიო შენატანი და მონაწილის მიუღებელი სარგებელი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო ფონდის ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

4. ჯარიმის დაკისრების შესახებ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილება აღსასრულებლად შეიძლება მიექცეს მისი მიღებიდან 2 წლის ვადაში.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-7.md
