---
title: "მუხლი 37⁷. ინფორმაციის/დოკუმენტის გაცნობა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-7"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^7"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37⁷. ინფორმაციის/დოკუმენტის გაცნობა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37⁷ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-7

1. საპენსიო ფონდის მიერ მიღებული/გამოცემული, ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი დამსაქმებელს ეგზავნება/წარედგინება ელექტრონული სისტემისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვაგვარი ელექტრონული შეტყობინების სახით, თუ ელექტრონულ სისტემაში ან/და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. თუ საპენსიო ფონდს არ აქვს დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, იგი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოპოვებას.

3. საპენსიო ფონდის მიერ გაგზავნილი/წარდგენილი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა მხოლოდ ადრესატის მიერ მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაში გაცნობისთანავე (ნახვისთანავე), ხოლო ამ ინფორმაციის/ დოკუმენტის რამდენიმე ფორმით გაგზავნის/წარდგენის შემთხვევაში მისი ჩაბარების თარიღად პირველად გაცნობის თარიღი ითვლება.

4. თუ ელექტრონულ სისტემასა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ გადაწყვეტილებას/ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას/დოკუმენტს ადრესატი არ გაეცნო განთავსებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს მის საჯაროდ გავრცელებას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით. საჯაროდ განთავსებული გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ განთავსებიდან მე-10 კალენდარულ დღეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 15 ოქტომბრიდან)]
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.
თავი VI 2 . საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-8.md
