---
title: "მუხლი 37⁹. განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განაწილვადება (ეტაპობრივი გადახდა) — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-9"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^9"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37⁹. განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განაწილვადება (ეტაპობრივი გადახდა) — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37⁹ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-9

1. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე განიხილოს მის მიერ განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) საკითხი.

2. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი ვადით დამსაქმებელთან დადოს განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებით განსაზღვრული საპენსიო შენატანის განხორციელებისა და მონაწილის მიუღებელი სარგებლის (მისი არსებობის შემთხვევაში) გადახდის თაობაზე.

3. დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული ფარგლების გარეთ (ზემოთ) განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების დადების უფლებამოსილება აქვს მმართველობით საბჭოს.

4. დამსაქმებელთან განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება ერთი და იმავე საპენსიო შენატანის/სარგებლის ოდენობაზე შეიძლება დაიდოს მხოლოდ ერთხელ. ამ პერიოდში შესაბამისი აქტის აღსრულება შეჩერებულია.

5. დამსაქმებლის მიერ განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/38.md
