---
title: "მუხლი 37. დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა და დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა და დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37

1. დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა ამ კანონის დარღვევაა.

2. დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება), ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ ამ კანონის შესაბამისად საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა, აგრეთვე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის აუნაზღაურებლობა ამ კანონის დარღვევაა და გამოიწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-1.md
