---
title: "მუხლი 4. საპენსიო ფონდის შექმნა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/4"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "4"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საპენსიო ფონდის შექმნა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/4

1. საპენსიო ფონდი არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისთვის, მართვისა და ადმინისტრირებისთვის.

2. საპენსიო ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით შემოიფარგლება.

3. საპენსიო ფონდი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ახორციელებს.

4. საპენსიო ფონდის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით.

5. საპენსიო ფონდის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/5.md
