---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/1"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "1"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის განვითარება, პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების ხელშეწყობა.

2. ეს კანონი განსაზღვრავს პროფესიული განათლების სისტემის სამართლებრივ ჩარჩოს, ადგენს პროფესიული განათლების სისტემის მართვის პრინციპებს და პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს პროფესიული განათლების სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ძირითად საკითხებს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/2.md
