---
title: "მუხლი 10. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/10"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "10"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/10

1. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა კრედიტებით უნდა იყოს გაანგარიშებული.

3. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე;
ბ) ამ კანონის შესაბამისად, ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები დგინდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.

6. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ და პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულმა პირმა შეიძლება ერთობლივად განახორციელონ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი/მხოლოდ ის მოდული, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვთ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/11.md
