---
title: "მუხლი 11. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/11"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "11"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/11

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისას გამოიყენება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით/პროფესიული მომზადების პროგრამით/პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია პრაქტიკით ან სტაჟირებით, აგრეთვე სასწავლო საწარმოში სწავლისას.

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით/პროფესიული მომზადების პროგრამით/პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევა შესაძლებელია იმიტირებულ სამუშაო გარემოში − საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესსა და პირობებს სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა.

5. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/12.md
