---
title: "მუხლი 12. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/12"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "12"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/12

1. რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა  შეიძლება ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.

2. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი დიპლომი/დიპლომები.

3. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.

4. საქართველოს მოქალაქე ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა პირი ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

5. პროფესიული სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისთვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში ეთვლება.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4162 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/13.md
