---
title: "მუხლი 13. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/13"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "13"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/13

1. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა.

2. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.

3. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტი, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი უცხო ქვეყანაში აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვა, საქართველოს პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე.

4. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტი, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვა, უცხო ქვეყნის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დაუშვებელია გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყანაში წასული პროფესიული სტუდენტისთვის ამ სტატუსის შეჩერება.

6. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული პროფესიული სტუდენტი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებას მისთვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში არ ეთვლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/14.md
