---
title: "მუხლი 14. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა/სახელმწიფო ენაში მომზადების მოდული — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/14"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "14"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა/სახელმწიფო ენაში მომზადების მოდული — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/14

1. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა/სახელმწიფო ენაში მომზადების მოდული შემუშავდება და ხორციელდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო ენაში მომზადების მოდული შეიძლება განხორციელდეს, როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული მომზადების პროგრამის ან პროფესიული გადამზადების პროგრამის ნაწილი.

3. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა დამოუკიდებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისგან, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისგან, პროფესიული მომზადების პროგრამისგან ან პროფესიული გადამზადების პროგრამისგან.

4. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.

5. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების მოდულის გავლა დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/15.md
