---
title: "მუხლი 15. პროფესიული მომზადების პროგრამა და პროფესიული გადამზადების პროგრამა — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/15"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "15"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. პროფესიული მომზადების პროგრამა და პროფესიული გადამზადების პროგრამა — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/15

1. პროფესიული მომზადების პროგრამას და პროფესიული გადამზადების პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს ამ პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირი.

2. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს სამინისტრო.

3. იურიდიული პირის მიერ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება ნებაყოფლობითია და ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის გაცემის მიზნით.

4. პროფესიული მომზადების პროგრამასა და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/16.md
