---
title: "მუხლი 18. უცხოეთში მიღებული პროფესიული განათლების აღიარება — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/18"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "18"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. უცხოეთში მიღებული პროფესიული განათლების აღიარება — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/18

1. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება ხდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/19.md
