---
title: "მუხლი 19. რეგულირებადი პროფესია — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/19"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "19"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. რეგულირებადი პროფესია — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/19

1. რეგულირებადი პროფესია არის მაღალი რისკის შემცველი პროფესია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, პიროვნების განვითარებასთან ან/და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესთან.

2. მხოლოდ კანონით შეიძლება განისაზღვროს ის რეგულირებადი პროფესიები, რომლებიც საჭიროებს შესაბამისი პროფესიული განათლების მიღებას ან/და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან/და რომლებით საქმიანობის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის აუცილებელია შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ან/და პერიოდული პროფესიული გადამზადება.

3. რეგულირებად პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე პერიოდული პროფესიული გადამზადების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
თავი III. პროფესიული განათლების სისტემის მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/20.md
