---
title: "მუხლი 26. ავტორიზაცია — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/26"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "26"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ავტორიზაცია — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/26

1. ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს კოლეჯის სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს:
ა) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი;
ბ) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი პროფესიული მომზადების პროგრამისთვის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის, რომელსაც იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.

2. კოლეჯების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) კოლეჯის მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს;
გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
დ) ადამიანურ რესურსებს;
ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

3. კოლეჯი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც მან ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატა.

4. კოლეჯი უფლებამოსილია დამატებითი ავტორიზაციის გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/27.md
