---
title: "მუხლი 28. პროფესიული განათლების მასწავლებელი — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/28"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "28"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. პროფესიული განათლების მასწავლებელი — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/28

1. პროფესიული განათლების მასწავლებელი არის პირი, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს პროფესიული განათლების ფარგლებში.

2. პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ საქმიანობის დაწყება, მისი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხდება პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების შესაბამისად.

3. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები განსაზღვრავს:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესსა და პირობებს;
ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებს;
გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და წესს;
დ) პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
თავი VII
1
. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5757 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/28-1.md
