---
title: "მუხლი 32. კოლეჯის მიერ სხვა იურიდიული პირის დაფუძნება — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/32"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "32"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. კოლეჯის მიერ სხვა იურიდიული პირის დაფუძნება — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/32

1. კოლეჯი უფლებამოსილია ამ კოლეჯის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის მიერ სამეწარმეო იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში კოლეჯი უნდა ფლობდეს არანაკლებ 50%-იან წილს/აქციებს.

2. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება უნდა შეთანხმდეს მის დამფუძნებელ ორგანოსთან/ორგანოებთან.
თავი X. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი, ქონება, ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/33.md
