---
title: "მუხლი 33. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/33"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "33"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/33

1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს შესაბამისი დამფუძნებელი ორგანო.

2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს კოლეჯის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების (საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების), მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. კოლეჯი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ამ ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

4. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა ან იგი ადგილზე შეისწავლის კოლეჯის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/34.md
