---
title: "მუხლი 34. კოლეჯის ქონება — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/34"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "34"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. კოლეჯის ქონება — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/34

1. კოლეჯის დაფუძნებისას სახელმწიფო მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს შესაბამის ქონებას.

2. კოლეჯის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მათი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა.

3. კოლეჯი მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის საფუძველზე კოლეჯი უფლებამოსილია ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება მის მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო იურიდიულ პირს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უსასყიდლოდ ან სასყიდლით, სარგებლობის უფლებით გადასცეს. სამეწარმეო იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება, რომელიც მას ამ მუხლით დადგენილი წესით გადაეცა, ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ სრულად უბრუნდება შესაბამის კოლეჯს.

5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულად უბრუნდება სახელმწიფოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/35.md
