---
title: "მუხლი 37. საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/37"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "37"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/37

1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეიტანოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები.

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/38.md
