---
title: "მუხლი 38. პასუხისმგებლობა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/38"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "38"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. პასუხისმგებლობა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/38

პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.
[მუხლი 38. პასუხისმგებლობა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემების სისწორისა და სისრულისთვის
1. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემების სისწორისა და სისრულისთვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის/მონაცემების აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.

2. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევის შემთხვევაში ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1812 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/39.md
