---
title: "მუხლი 5. სწავლების ენა — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/5"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "5"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სწავლების ენა — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/5

1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში  – აგრეთვე აფხაზური.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც სწავლობს:
ა) სმენის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტი ან/და მსმენელი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ქართული ჟესტური ენა;
ბ) მხედველობის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტი ან/და მსმენელი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ბრაილის სისტემა.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ენების გარდა, სხვა ენაზე სწავლება დაშვებულია, თუ ეს განსაზღვრულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ამ ენაზე სწავლების საკითხი შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო).
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №349 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30
ნოემბრის
კანონი №
3
8
35
– ვებგვერდი,
15
.12.
202
3
წ.
თავი II. პროფესიული განათლების სისტემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/4-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/6.md
