---
title: "მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი — „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4348280-erovnuli-ushishroebis-sabchos-shesakheb-sakartvelos-organuli-kanonis-d/2"
law: "„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე"
article: "2"
identifier: "matsne 4348280"
adopted: "2018-10-31"
consolidated_as_of: "2018-11-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი — „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

> Text consolidated as of 2018-11-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, მუხლი 2 (consolidated as of 2018-11-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4348280-erovnuli-ushishroebis-sabchos-shesakheb-sakartvelos-organuli-kanonis-d/2

1. საქართველოს მთავრობა ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედების მომენტიდან, კომპეტენციის ფარგლებში ჩაითვალოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ.

2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებული, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4348280-erovnuli-ushishroebis-sabchos-shesakheb-sakartvelos-organuli-kanonis-d/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4348280-erovnuli-ushishroebis-sabchos-shesakheb-sakartvelos-organuli-kanonis-d/3.md
