---
title: "მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშა — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4368486-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-shesakheb/2"
law: "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 4368486"
adopted: "2018-11-14"
consolidated_as_of: "2018-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშა — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2018-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4368486-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-shesakheb/2

1. საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი. ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება და სტანდარტული ზომები განისაზღვრება ამ კანონის №1 და №2 დანართებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4368486-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4368486-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-shesakheb/3.md
