---
title: "მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო გერბი — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4368486-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-shesakheb/3"
law: "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4368486"
adopted: "2018-11-14"
consolidated_as_of: "2018-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო გერბი — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2018-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4368486-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-shesakheb/3

1. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო გერბის ფორმითა და მცირე სახელმწიფო გერბის ფორმით.

2. სახელმწიფო გერბი არის ჰერალდიკური ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.

3. მცირე სახელმწიფო გერბი არის ჰერალდიკური ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.

4. სახელმწიფო გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებები განისაზღვრება ამ კანონის №3 დანართით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4368486-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4368486-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-shesakheb/4.md
