---
title: "მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/10"
law: "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4370734"
adopted: "2018-11-14"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/10

1. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხის) გამოყენებით.

4. მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით.

5. სახელმწიფო გერბი და მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენების გარეშე (კონტურით).

6. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით ან მის გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/11.md
