---
title: "მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/12"
law: "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 4370734"
adopted: "2018-11-14"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/12

1. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე:
ა) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები;
ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები;
დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
დ
1
) დაზვერვის სააგენტო;
ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტები;
ვ) სამხედრო ნაწილები;
ზ) სახელმწიფო რწმუნებულები;
თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;
ი) საქართველოს საერთო სასამართლოები;
კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
ლ) (ამოღებულია - 26.06.2025, №815);

2. სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობების ფასადებზე, მათ სხდომათა დარბაზებში, თანამდებობის პირების სამუშაო ოთახებში.

3. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისას;
ბ) საქართველოს ფულის ნიშნებზე (მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტებსა და მონეტებზე);
გ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ საქართველოს ვიზაზე.

4. სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებსა და დაწესებულებების დასახელებების აღმნიშვნელ აბრებზე.
საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1523 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1726 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №773 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №815 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/13.md
