---
title: "მუხლი 17¹. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის სტატუსი — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/17-1"
law: "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
article: "17^1"
identifier: "matsne 4370734"
adopted: "2018-11-14"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17¹. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის სტატუსი — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ, მუხლი 17¹ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/17-1

1. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი). დეპარტამენტზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

2. დეპარტამენტის უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და დეპარტამენტის დებულებით, ხოლო მისი სტრუქტურა − დეპარტამენტის დებულებით. დეპარტამენტის დებულებასა და საშტატო ნუსხას დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

5. დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5724 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.
საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №268 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/17-2.md
