---
title: "მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება და ზომები — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/3"
law: "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4370734"
adopted: "2018-11-14"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება და ზომები — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/3

1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. სხვა დროშის საქართველოს სახელმწიფო დროშად გამოყენება აკრძალულია.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების (მათ შორის, ფერების) შეცვლა აკრძალულია.

3. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4370734-sakartvelos-sakhelmwipo-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakheb/4.md
