---
title: "მუხლი 10. გენერალური პროკურატურა — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/10"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. გენერალური პროკურატურა — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/10

1. გენერალური პროკურატურა არის პროკურატურის ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.

2. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

3. გენერალური პროკურორის არყოფნის ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

4. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია დეპარტამენტები და სამმართველოები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

5. დეპარტამენტის და სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/11.md
