---
title: "მუხლი 12. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/12"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/12

1. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები.

2. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

3. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

4. თბილისის პროკურატურასა და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

5. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

6. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურების თანამშრომლებისათვის.

7. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/13.md
