---
title: "მუხლი 13. რაიონული პროკურატურები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/13"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. რაიონული პროკურატურები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/13

1. რაიონული პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ რაიონული პროკურორები.

2. რაიონულ პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

3. რაიონულ პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

4. რაიონული პროკურატურის თანამშრომლებს: უფროს პროკურორებს, პროკურორებს, პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, სტაჟიორებს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

5. რაიონული პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის.

6. რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიებს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/14.md
