---
title: "მუხლი 17. გენერალური პროკურორის ვადამდე გათავისუფლების და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/17"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. გენერალური პროკურორის ვადამდე გათავისუფლების და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/17

1. გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტის წესით.

2. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის სხვა საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) გენერალური პროკურორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ე) გარდაცვალება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/18.md
