---
title: "მუხლი 24. სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/24"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/24

1. პროკურორი სახელმწიფო ბრალმდებელია და თავის უფლებამოსილებას სახელმწიფოს სახელით ახორციელებს. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.

2. პროკურორს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე ან არსებული ბრალდება უფრო მსუბუქი ბრალდებით შეცვალოს. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში.

4. სამივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისას პროკურორი სარგებლობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/25.md
