---
title: "მუხლი 26. თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვა — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/26"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვა — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/26

1. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად შევიდეს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა განთავსების დაწესებულებებში, ნებისმიერ დროს:
ა) ჩაატაროს შემოწმება თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა განთავსების იმ დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;
ბ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;
გ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზე პირს აღკვეთილი ან შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება;
დ) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებითი ღონისძიებებისადმი დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.

2. პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/27.md
