---
title: "მუხლი 27. პროკურორის სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წარმოებაში — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/27"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. პროკურორის სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წარმოებაში — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/27

1. პროკურორი უფლებამოსილია აღძრას სარჩელი რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე
ან/და
331
​1
მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პროკურორი უფლებამოსილია აღძრას სარჩელი რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე
ან/და
331
​1
მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/28.md
