---
title: "მუხლი 28. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, სისხლის სამართლის პოლიტიკა და დანაშაულის პრევენცია — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/28"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, სისხლის სამართლის პოლიტიკა და დანაშაულის პრევენცია — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/28

1. პროკურატურა კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, დანაშაულის პრევენციის, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით.

2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. პროკურატურა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პრიორიტეტულობის, სამართლებრივი დაცვის კონსტიტუციური გარანტიების განმტკიცების და დანაშაულის გავრცელების მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული სისხლის სამართლის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს მის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/29.md
