---
title: "მუხლი 35. სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/35"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/35

პროკურატურის თანამშრომლად არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელიც შემოწმების შედეგად არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/36.md
