---
title: "მუხლი 36. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/36"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/36

1. გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსებად და მათ მოადგილეებად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებად და მათ მოადგილეებად, თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება შესაძლებელია, თუ პირს აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. გენერალური პროკურატურის სამმართველოების უფროსებად და მათ მოადგილეებად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსებად და მათ მოადგილეებად, საგამოძიებო ნაწილის უფროსებად და მათ მოადგილეებად, რაიონული პროკურორების მოადგილეებად პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება შესაძლებელია, თუ პირს აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგები.

4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურების წესს და კრიტერიუმებს ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/36-1.md
