---
title: "მუხლი 38. სხვა თანამდებობაზე გადაყვანა — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/38"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. სხვა თანამდებობაზე გადაყვანა — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/38

1. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, მისი მოთხოვნის ან თანხმობის საფუძველზე, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა თანამდებობაზე.

2. უფრო დაბალ თანამდებობაზე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის გადაყვანა, მისი თანხმობის არსებობის მიუხედავად, დასაშვებია, თუ:
ა) შეუძლებელია გადაყვანა მისი რანგისა და პოზიციის შესაბამის თანამდებობაზე;
ბ) დაქვეითება გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახედ;
გ) შეფასების შედეგებიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებს მისი თანამდებობისთვის საჭირო კომპეტენციის ზღვარს;
დ) არსებობს ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/39.md
