---
title: "მუხლი 39. გათავისუფლება რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირებისას — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/39"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "39"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. გათავისუფლება რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირებისას — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/39

1. რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და შესაძლოა შეეთავაზოს გადაყვანა პროკურატურის სისტემის სხვა სტრუქტურულ დანაყოფში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე.

2. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წერილობითი თანხმობით ირიცხება საკადრო რეზერვში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკადრო რეზერვში მყოფ პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის განმავლობაში, თუ ამ ვადაში არ დაუკავებია პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამგვარ საქმიანობას. საკადრო რეზერვში მყოფი პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, მისივე წერილობითი თანხმობით, შეიძლება დაინიშნოს პროკურატურის სისტემაში.

4. საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, ჩარიცხული პირი ანაზღაურების გარეშე ირიცხება საკადრო რეზერვში მომდევნო 9 თვის განმავლობაში, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის ან საქმიანობის დაკავებამდე ან პირადი განცხადების საფუძველზე მის ამორიცხვამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/40.md
